მეწარმეობა

მეწარმეობა — ეს არის უნარი, იპოვო პრობლემა და შექმნა მისთვის გამოსავალი. ეს არის ინიციატივა, რომელიც ცვლის როგორც ინდივიდის ცხოვრებას, ასევე მთლიანად საზოგადოებას.

Rethink ქმნის სივრცეს, სადაც იდეები რეალობად იქცევა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), განიხილავენ მეწარმეობას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტრატეგიას მდგრადი განვითარების, დასაქმების ზრდისა და რეგიონული გაძლიერებისთვის.
ისინი მხარს უჭერენ:

🚀 Rethink _ის მიდგომა მეწარმეობის განვითარებაში

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, განავითარონ თავიანთი იდეები და შექმნან მდგრადი, ინოვაციური და სოციალური ზეგავლენის მქონე ბიზნესები.

განათლება და ინსპირაცია

ვთავაზობთ ტრენინგებს, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ბიზნეს მოდელირების ტექნიკებსა და ინოვაციური აზროვნების უნარებს.

გუნდის შექმნა და მენტორობა

ვაერთიანებთ ახალგაზრდებს გუნდებად და ვთავაზობთ მენტორობას გამოცდილ პროფესიონალებისგან — ადგილობრივად და საერთაშორისო დონეზე.

იდეის განვითარება

მონაწილეები მუშაობენ თავიანთ იდეებზე, აფორმებენ ღირებულების წინადადებებს და ქმნიან მოქმედებად ბიზნეს გეგმებს.

პროტოტიპირება და ბაზარზე წარდგენა

ვუწყობთ ხელს პროტოტიპების შექმნაში და ვასწავლით, როგორ წარადგინონ თავიანთი პროდუქტები ბაზარზე, მომხმარებლების წინაშე.

📊 შედეგები და გავლენ