Rethink - ინოვაციების ცენტრი
ვახდენთ რეალურ ცვლილებებს 2012 წლიდან
2012 წელს გაჩნდა ინოვაციების ცენტრის შექმნის იდეა. ცენტრის რომელიც მოახდენდა რეალურ ცვლილებებს და არ იქნებოდა მხოლოდ პროექტების განხორციელებაზე ორიენტირებული.
დღეს ჩენი გამოცდილება ყველაზე მეტად ასახავს იმ შედეგებს რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე.
ჩვენი ხედვა და მისია
შედეგზე ორიენტირებული ინოვაციური გზების შექმნა.
გვჯერა, რომ არ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ! სწორედ ამ მიზნით ვქმნით ინოვაციურ მიდგომებს და ხელსაწყოებს.
ჩვენი ღირებულებები
ნებისმიერი ჩვენი საქმის უკან დგას ჩვენი ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს და გვაჯერებს რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ.
100% კმაყოფილება მომხმარებლებში არის პრიორიტეტული
არცერთი პროექტი არ ღირს არაფრად, თუ მისი შედეგებით მომხმარებელი რეალურად ვერ იგრძნობს უკეთესობას. თუ მომხმარებელი კმაყოფილია ჩვენც კმაყოფილი ვართ, თუ არა მზად ვართ ნებისმიერ ფასად შევცვალოთ მათი დამოკიდებულება.
შექმენი განსხვავებული
ყოველთვის ვცდილობთ რაღაც ახლის შექმნას, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს შედეგამდე. ერთიდაიგივე პროექტშიც კი დღიდან დღემდე ვცდილობთ ვისწავლოთ, ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი და მოვერგოთ მას სწორი შედეგის მისაღებად.
ყველას აქვს თავისი სუპერძალა
ჩვენ გვჯერა რომ თითოეულ მონაწილეს აქვს თავისი სუპერძალა, ხოლო ჩვენი მთავარი საქმე არის მისი პოვნა და გაღვიძება. მხოლოდ ამით შევძლებთ მონაწილეების კმაყოფილების ზრდას.
ვმუშაობთ წამყვან ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან
ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროექტების განხორციელება, სწორედ შედეგისთვის ყოველთვის ვთანამშრომლობთ ერთის მხრივ წამყვან ორგანიზაციებთან, რომლებმაც იციან რატომ აკეთებენ ამა თუ იმ ინიციატივას, ხოლო მეორე მხრივ წამყვან ექსპერტებთან, რომლებიც ერთვებიან პროექტში მათი გამოცდილებითა და მოტივაციით რეალური შედეგების მისაღწევად.
რატომ ჩვენ?
გამოცდილება
2012 წლიდან ვანხორციელებთ ინოვაციურ პროექტებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, სხვადასახვა პარტნიორთან ერთად, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები, უნივერსიტეტები, სკოლები, სამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი.
ვიცნობთ მომხმარებელს
ნებისმიერი ინიციატივის განხორციელებამდე, ჯერ ვიკვლევთ მომხმარებლებს, ვამყარებთ მათთან პირდაპირი კავშირს, ვიგებთ მათ რეალურ საჭიროებებს და შემდეგ ვიწყებთ პროექტის განხორციელებას. ამ მიდგომით წლების მანძილზე შევქმენით კონტაქტების მასშტაბური ქსელი.
მეთოდოლოგიები
Rethink - ინოვაციების ცენტრი ქმნის და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთმა პირველებმა, პარტნიორებთან ერთად, განვახორციელეთ ჰაკათონები, იდეათოენბი, შევქმენით ერთ ერთი პირველი სტუდენტური სტარტაპ აქსელერატორი - Startup Nest @UG.
პარტნიორების ქსელი
ჩვენი მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საქმით, ჩამოგვიყალიბდა პარტნიორების მასშტაბური ქსელი, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორებით და მათთან ახლო კავშირით.
წამყვანი სპეციალისტები
ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროექტების განხორციელება, სწორედ ამ შედეგისთვის ყოველთვის ვთანამშრომლობთ წამყვან ექსპერტებთან, რომლებიც ერთვებიან პროექტში მათი გამოცდილებითა და მოტივაციით რეალური შედეგების მისაღწევად.
მოქნილები მენეჯმენტში
მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი ორგანიზაციული სტრუქტურა და მიდგომები განაპირობებს ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი სირთულის პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
ჩვენი გუნდი
ორგანიზაცია 2012 წლიდან დგას მისი გუნდის, პარტნიორების, მეგობრებისა და მხარდამჭერების გამოცდილებაზე, რომელიც ქმნის უნიკალურ კავშირს ქვეყნის განვითარების საუკეთესო შედეგების მისაღებად.








თუ ეძებთ პარტნიორს ახალი ინიციატივებისთვის
ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და პროექტებისთვის





