/

April 16, 2024

ინოვაციების ფესტივალი 2024 – ხონი, კასპი, ზუგდიდი

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, ევროკავშირისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მხარდაჭერით, იწყებს ინოვაციურ პროექტს, სახელწოდებით „SEEDS – სოციალური მეწარმეობისა და განვითარებაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში“.
🎯 ჩვენ მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერებას და დავეხმაროთ მათ ინოვაციური იდეების შემუშავებასა და რეალიზებაში!
📌პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
👉 ესტონური მოდელის საფუძველზე სოციალური მეწარმეობის ინოვაციური ინკუბატორის შექმნა – შერჩეული ახალგაზრდები გავლიან მათზე მორგებულ 7 თვიან სასწავლო კურსს და ექსპერტების დახმარებით მოამზადებენ სოციალური საწარმოს პროექტს (სასწავლო კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით და ტრანსპორტირების მომსახურებით).
👉 იდეების კონკურსის ჩატარება და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა – გამარჯვებული იდეების ავტორებს გადაეცემათ გრანტი სოციალური საწარმოების დაარსებისა და განვითარებისთვის.

👫 ხარ 16-29 წლის ახალგაზრდა?
🖍️ ცხოვრობ ზუგდიდის, კასპის ან ხონის მუნიციპალიტეტში და გაინტერესებს სოციალური მეწარმეობა?
შემოგვიერთდი ინოვაციების ფესტივალზე! 🚀
🖇️ ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdku8lF47P1bI…/viewform
👀 ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ სარგებლის შესახებ რომელსაც ჩვენი პროექტი თქვენთვის ითვალისწინებს. გარდა ამისა, ინოვაციების ფესტივალზე გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ინტერაქტიულ აქტივობებში. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნათ მოტივაცია და დავანახოთ ის შესაძლებლობები რომელიც მათ გარშემო უკვე არსებობს.
ინოვაციების ფესტივალზე ახალგაზრდები შექმნიან გუნდებს, შეიმუშავებენ პროექტის იდეებს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარება. მსგავსი სიმულაციური მიდგომა ახალგაზრდებს დაეხმარება აღმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და მისცემს მათ მოტივაციას მოაგვარონ რეგიონში არსებული გამოწვევები.
👉 ზუგდიდი – 19 აპრილს, 14:00 – 18:00 სთ. მისამართი: ტექნოპარკი ზუგდიდი, მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ., №2
👉კასპი – 23 აპრილს, 14:00 – 18:00 სთ. მისამართი: ტექნოპარკი კასპი, მისამართი: ქ.კასპი, აღმაშენებლის 168-ვ.
👉ხონი – 25 აპრილს, 14:00 – 18:00 სთ. მისამართი: ხონის კულტურის სახლში, მისამართი: ქ. ხონი, აფხაზეთის ქ., №18

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), ასოციაცია „ათინათთან“ და მარიუპოლის ახალგაზრდულ კავშირთან (MYU) მჭიდრო თანამშრომლობით.
🖇️ ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს