პროექტის აღწერა
პროექტი “SEEDS – სოციალური მეწარმეობისა და განვითარებაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში” ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), საექსპერტო მხარდაჭერისა და ადვოკატირების ცენტრთან (CESA) და ასოციაცია „ათინათთან“ მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და უკრაინაში.
შესავალი
„სოციალური საწარმოს მართვა“ არის პრაქტიკული სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც სურს ბიზნესი გამოიყენოს სოციალური ცვლილებებისთვის. ეს წიგნი, დაგეხმარებათ შექმნათ ღირებულება საზოგადოებისთვის და ამავე დროს, უზრუნველყოთ ფინანსური მდგრადობა. სახელმძღვანელო აერთიანებს თეორიას, მაგალითებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუმენტებს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია ახალგაზრდებისთვის, დამწყები მეწარმეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცვლილების ინიციატორია
თავი I
სახელმძღვანელო : თავი I
სახელმძღვანელოს ეს თავი გვაცნობს სოციალური მეწარმეობის ფენომენს — რას ნიშნავს იყო მეწარმე, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა და არა მხოლოდ მოგება. დეტალურად განიხილება განსხვავება ტრადიციულ ბიზნესსა და სოციალურ საწარმოს შორის, ჩამოყალიბებულია ძირითადი კრიტერიუმები და მაგალითებით არის ნაჩვენები, როგორ ასახავს სოციალური მეწარმეობა ცვლილების ძალას.
თავი II
სახელმძღვანელო : თავი II
სახელმღვანელოს ამ თავში ისწავლით, როგორ გამოავლინოთ ბენეფიციარების საჭიროებები, როგორ ჩამოაყალიბოთ მიზნობრივი ზეგავლენა და გააზრებულად განსაზღვროთ დაინტერესებული მხარეები. გაეცნობით მდგრადი განვითარების მიზნებს და იმას, თუ რატომ არის სოციალური გავლენის გაზომვა აუცილებელი ნებისმიერი ინიციატივისთვის.
თავი III
სახელმძღვანელო : თავი III
როგორ შევქმნათ სოციალური საწარმო? – ნულიდან იდეამდე. ეს თავში გაეცნობით პრაქტიკულ მეთოდებს ინსპირაციისთვის: პერსონალური SWOT, იკიგაი, პრობლემაზე დაფუძნებული ფიქრი, დიზაინ ფიქრის პროცესები და ინტერვიუს ტექნიკები. ეს მეთოდები დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ უპასუხოთ გარემოში არსებულ პრობლემებსა და წამოწვებს.
თავი IV
სახელმძღვანელო : თავი IV
ამ თავში ისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ ძლიერი ბიზნეს მოდელი სოციალური მიზნების მისაღწევად. გაეცნობით Business Model Canvas-ის ყველა კომპონენტს, მათ შორის მომხმარებლის სეგმენტაციას, ღირებულების შეთავაზებას და შემოსავლის წყაროებს.
თავი V
სახელმძღვანელო : თავი V
პროდუქტის ტესტირება იდეის ვალიდაციის გზაა. ამ თავში გთავაზობთ Lean Startup მიდგომის დეტალურ განხილვას, თუ როგორ შექმნათ MVP — მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი, რომელიც სწრაფად დატესტავს თქვენს იდეას რეალურ მომხმარებელთან. ასევე ისწავლით, როდის უნდა შეცვალოთ მიმართულება და როგორ იმუშაოთ უკუკავშირზე.
თავი VI
სახელმძღვანელო : თავი VI
ამ თავში გაეცნობით ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტებს, კონკურენტების შეფასების მეთოდებს და იმ გზებს, თუ როგორ გამოჩნდეთ გამორჩეულად ბაზარზე. ასევე ისწავლით პოზიციონირებას, ბრენდის იდენტობის ფორმირებას და კომუნიკაციის სტრატეგიების (AIDA, PESO) პრაქტიკულ გამოყენებას.
თავი VII
სახელმძღვანელო : თავი VII
ეს თავი გასწავლით, როგორ მოიზიდოთ დაფინანსება, როგორ წარუდგინოთ ინვესტორებს თქვენი იდეა (Pitch Deck) და როგორ მართოთ ბიუჯეტი გონივრულად. ასევე განიხილება ძირითადი ფინანსური და სოციალური მეტრიკები, რომლებიც განსაზღვრავს წარმატებას.
თავი VIII
სახელმძღვანელო : თავი VIII
ეს თავი გაგაცნობთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: OKR სისტემის დანერგვა, გუნდის სწორად აწყობა, საოპერაციო მართვა და ზრდის სტრატეგიები. ისწავლით, როგორ მოემზადოთ მასშტაბირებისთვის და როგორ იმუშაოთ ეფექტურად განვითარებაზე.
ეპილოგი
თუ გაეცანი ამ სახელმძღვანელოს, ეს უკვე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა უკვე გაქვს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ სოციალურ მეწარმეობაში შენი იდეა რეალობად აქციო. ეს სახელმძღვანელო გაძლევს საშუალებას იმუშაო სოციალურ ცვლილებაზე, შექმნა ღირებულება საზოგადოებისთვის და იყო პასუხისმგებელი ლიდერი.
შეამოწმე შენი ცოდნა სოციალური მეწარმეობის შესახებ!
გაიარე 20-კითხვიანი ქვიზი სახელმძღვანელოს „სოციალური საწარმოს მართვა“ მიხედვით — შეაფასე შენი ცოდნა და მიიღე სერტიფიკატი.
დისქლეიმერი
ეს გვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი (YIC) და ლტოლვილთა დანიის
საბჭო (DRC) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.