ინოვაციური მეწარმეობის სკოლა – მეწარმეული უნარჩვევების განვითარებისთვის

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, თბილისის მერიის მხარდაჭერით იწყებს ახალ, უნიკალურ პროექტს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეული უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნეს საქმიანობაში.
ინოვაციურ მეწარმეობის სკოლაში დარეგისტრირება შეუძლიათ 16-29 წლის მოტივირებულ ახალგაზრებს, ვისაც სურვილი აქვთ, განვითარდნენ და დაიწყონ ბიზნესი 0-დან.

ისწავლე, გამოცადე და დაიწყე! – ეს არის ორგანიზაციის მთავარი დევიზი, რაზეც ინოვაციური მეწარმეობის სკოლაა დაფუძნებული.
სამთვიანი სკოლა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
I ეტაპი: ისწავლე – პროგრამა მოიცავს:
> ტრენინგებს (თემაზე: იდეების განვითარება, გუნდის მშენებლობა, ბიზნეს მოდელების განვითარება, ინოვაციები და ტექნოლოგიები, მარკეტინგი და ფინანსები.)
> მენტორინგის სესიები;
> სპიკერების სესიები;
II ეტაპი: გამოცადე საკუთარი თავი და გუნდი – კომპანიისგან კონკრეტული ბიზნეს ამოცანების მიღება, მათი გადაჭრა და საწყისი კაპიტალის გამომუშავება;
III ეტაპი: დაიწყე საკუთარი საქმე – იდეების განვითარება, პროტოტიპის შექმნა, პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრა და პირველი ნაბიჯის გადადგმა რეალურ ბიზესში.
> პროგრამა გათვლილია 100 მონაწილეზე
> პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!






