USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობის ფარგლებში, გრძელდება “𝐈𝐧𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐞 𝐀𝐁𝐋: ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში” პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ტექნოლოგიური კვირეული, რომლის მიზანია რეგიონში ახალგაზრდების დაინტერესება VR, AI, STEM და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებისა და პრაქტიკული სესიების სერიები ხელს შეუწყობს მონაწილეებში ტექნოლოგიების პოპულარიზაციას და მათ შორის ახალი ტექნოლოგიური სტარტაპერების აღმოჩენას.
ჭუბერი – 7, 8 სექტემბერი
მესტია – 9, 10 სექტემბერი

ჭუბერი
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)-ს პარტნიორობის ფარგლებში ჭუბერში ინოვაციების ფესტივალი გაიმართა.![]()
![]()
პროექტის მიზანი იყო ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების განვითარება![]()
შეხვედრის ფარგლებში მენტორებმა ისაუბრეს: ხელოვნურ ინტელექტზე, VR, AR, 3D მოდელირებისა და STem მიმართულებებზე!






მესტია
USAID-ისა და (GITA)-ს პარტნიორობით ინოვაციების ფესტივალი მესტიაში გაგრძელდა.![]()
![]()
•მონაწილეები მუშაობდნენ VR, AI, ტექნოლოგიური მეწარმეობის, STem მიმართულებებსა და 3D მოდელირების შესაძლებლობებზე!
ტრენერები:
• ნანი არაბული – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი Nana Arabuli
• დავით მირველაშვილი – ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი David Mirvelashvili
• ეკატრერინა მებაღიშვილი – ტექმეწარმეობის ტრენერი Ekaterine Mebaghishvili
• იაკობ სამუკაშვილი – ტრენერი STEAM მიმართულებით Iakob Samukashvili
• თორნიკე მღებრიშვილი – ტრენერი STEAM მიმართულებით Toko Mghebrishvili
• თაზო არუნაშვილი – ბაქსვუდის სკოლის ხელოვნებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი Tazo Arunashvili
• სოფო ჩუტკერაშვილი – ელექტრო კომპიუტერული ინჟინერიის ტრენერი Sofi Chutkerashvili
ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კოლეჯ ,,თეთნულდს”, გაწეული შრომისა და სასიამოვნო გარემოსთვის კოლეჯი თეთნულდი • College Tetnuldi












