ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული – TechGenius

დღე 1

📌ტექნოლოგიური კვირეული მოიცავს ვორქშოპებს, მენტორშიპს, გუნდურ სამუშაოებს, პრაქტიკულ აქტივობებს. კონკრეტულად კი პროგრამის მონაწილეები იმუშავებენ და შეიცნობენ: VR, AI, ტექნოლოგიურ მეწარმეობის, მანქანური სწავლების, რობოტიკის, კიბერუსაფრთხოების, IoT საგნების და 3D მოდელირების შესაძლებლობებსა და დემონსტრაციულ ნაწილს.

🎤პირველ დღეს პროგრამის შესავალ ნაწილში ახალგაზრდებმა გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს ტექნოლოგიური მეწარმეობის არსსა და ეკოსისტემაზე. 🌐💥

დღე 2

🎤ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეულის მეორე დღეც წარმატებით ჩატარდა💥

•მონაწილეები მუშაობდნენ სხვადასხვა იდეასა და თემაზე მენტორთან ერთად✨

•შემდგომ ნიკოლოზ გოგოჭურის Nikoloz Gogochuri მიერ ჩატარებულ ლექციას დაესწრნენ სადაც გაიცნეს VR შესაძლებლობები და მოახდინეს მისი დემონსტრირება ტექნოპარკში🚀✊🏼💫

დღე 3-4

🚀ტექნოლოგიური კვირეულის მესამე და მეოთხე დღე ასევე ნაყოფიერად და წარმატებით ჩატარდა💥

• მონაწილეები გაეცნენ მანქანური სწავლების, მონაცემთა ვიზუალიზაციის, კიბერუსაფრთხოების, რობოტიკის, მიკროელექტრონიკის, IoT საგნების,ხელოვნური ინტელექტის არსსა და შესაძლებლობებს!✨💥

👉🏼ლექტორები

ალტე უნივერსიტეტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ნანი არაბული Nana Arabuli

• ალტე უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროგრამების განვითარების კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი Salome Oniani

დღე 5

📣📣🎤ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეულის მეხუთე დღე AI ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მის პლატფორმებზე ჩტარებულ პრაქტიკულ აქტივობებს დაეთმო.💥

💫ლექციები ბექა ზაქაიძემ ჩაატარა, რომელმაც დეტალურად გააცნო მონაწილეებს თუ რამხელა კვალი დატოვა დღევანდელ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ხელოვნურმა ინტელექტმა, სულ რაღაც ორი ათწლეულის მაძილზე. აუდიტორიაში ისაუბრეს: ChatGPT, Midjourney, Discord და სხვა AI ინტელექტის გამოყენებით შექმნილ აპლიკაციებზე, რომლებიც ამარტივებს სამუშაო პროცესს და გვეხმარება პერსონალური პროექტების განხორციელებაში.🚀

დღე 6

📣🎤ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეულის მეექვსე დღეც წარმატებით ჩატარდა💥

💥📲💻ნიკა ალავიძის Nika Alavidze მიერ ჩტარებულ ლექციაზე ახალგაზრდები გაეცნენ და შეისწავლეს 3D მოდელირების არსი, მისი გამოყენების პერსპექტივა და შესაძლებლობები!💫

• მეტი ვიზუალიზაციისთვის მონაწილეები ჩართულები იყვნენ პრაქტიკული სამუშაოებში მენტორთან ერთად !✊🏼💫

შემაჯამებელი ღონისძიება

📣პროექტში მონაწილეობა მიიღო ღია კონკურსის გზით შერჩეულმა 50-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც ტრენინგნები გაიარეს :VR, AI, ტექნოლოგიურ მეწარმეობის, მანქანური სწავლების, რობოტიკის, კიბერუსაფრთხოების, IoT საგნების და 3D მოდელირების მიმართულებით.📲💻

🚀შემაჯამებელ ღონისძიებაზე კომისიის წინაში ახალგაზრდებმა წარადგინეს 15 ბიზნეს იდეის პროტოტიპი, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და გადაეცათ შესაბამისი პრიზი!💥

შემაჯამებელი ღონისძიების ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/6Stsygx3P2qUURB5/