გაწუხებს იდეები და გსურს მათი განხორციელება?
ხარ მონდომებული და ვერ პოულობ თანამოაზრეებს?
მოდი CreateON-ზე და აქციე წარმოსახვა რეალობად!
UG ინოვატორთა კლუბი მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს გაძლევთ შანსს მიიღოთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც დაგეხმარებათ თვითგანვითარებაში, თანამოაზრეების პოვნაში, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი ღირებულებების სწორ წარმოჩენაში.
26 სექტემბრის CreateON ის თემა არის ვირუსული კამპანიები, პროექტები.
გარდა იმისა, რომ გეძლევათ შანსი საკუთარი იდეის განხორციელებისა, თქვენ ასევე მოისმენთ გამოცდილი სპიკერების გამოსვლებს ისეთ თემებზე, როგორიცაა “იდეების ძალა” და “საქმის ნულიდან დაწყება”.
და ეს ყველაფერი უ ფ ა ს ო დ!

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად შექმენი გუნდი, მოიფიქრეთ საინტერესო იდეა და დაარწმუნეთ ჟიურის წევრები, რომ თქვენი იდეა საუკეთესოა! თუ თქვენ ამას მოახერხებთ, მაშინ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, კლუბთან ერთად დაგეხმარებათ იდეის განხორციელებაში.
მონდომებული გუნდები, რომლებიც განახორციელებენ ჩანაფიქრს მიიღებენ სერთიფიკატებს





