პროექტი “TechUP Lab – ტექნოლოგიური სტარტაპების ლაბორატორია” არის საკონსულტაციო კომპანია “მემბერისა” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” მიერ შექმნილი ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების სტარტაპებად გარდაქმნის ხელშეწყობა და ბაზარზე სწრაფად გასვლის მხადაჭერა.
მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ 16-29 წლის მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვთ, განივითარონ მეწარმეული უნარ-ჩვევები და შექმნან ტექნოლოგიური სტარტაპები. მსურველებს რეგისტრაციისას უკვე უნდა გააჩნდეთ ტექნოლოგიური სტარტაპის იდეა ან პროტოტიპი.
TechUP Lab მოიცავს სამ ეტაპს:
I ეტაპი: TechUP Battle – ტექნოლოგიური სტარტაპების იდეების ბრძოლა
> იდეების ონლაინ რეგისტრაცია;
> 5 საუკეთესო იდეის შერჩევა ჟიურის მიერ;
> შერჩეული გუნდების მიერ ბიზნეს იდეების წარდგენა ჟიურის წინაშე;
> 2 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
II ეტაპი: ინკუბაციის პროგრამა
> ტრენინგები (ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება; ბიზნეს კომუნიკაციები; ბიზნეს იდეების პრეზენტირება; ბიზნეს გეგმის შედგენა);
> ინდივიდუალური მენტორინგის სესიები (პროტოტიპის შექმნა; მარკეტინგი; ბრენდინგი; ბიზნეს მოდელი; ფინანსები; ტექნოლოგები; სტარტაპები; დაფინანსების წყაროები);
ორივე ფინალისტი გუნდი შექმნის, შეისწავლის და გააუმჯობესებს საკუთარ პროდუქტს და სტარტაპს ამ პერიოდის განმავლობაში.
III ეტაპი: TechUP Lab-ის ფინალისტების შედეგების შეჯამება და წარდგენა:
> შედეგების პრეზენტაცია;
> ბიზნეს ნეთვორქინგის ღონისძიება – პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა;
> პირველი ნაბიჯები რეალურ ბიზესში.
მნიშვნელოვანი საკითხები:
> ბიზნეს ინკუბაციისა და აქსელერაციის პროგრამა გათვლილია ორ გამარჯვებულ იდეაზე.
> პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!
> მონაწილეობა შეუძლიათ 16-29 წლის ახალგაზრდებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდებად, რომლებიც დროს არ დაზოგავენ განვითარებისთვის.
> გუნდურად დარეგისტრირების შემთხვევაში წევრების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის.
> 7 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე დაგეგმილ ტრენინგებსა და მენტორინგის სესიებზე დასწრება სავალდებულოა.
> დაგეგმილია 6 ტრენინგი და 5 მენტორინგის სესია.
> შეხვედრების ლოკაცია – თბილისი.
> დროები წინასწარ იქნება მონაწილეებთან შეთანხმებული.
> გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 28 ივლისამდე, ბმულზე:
https://goo.gl/forms/tl5gePkFVB59hLB53
პროექტის ფარგლებში შემოსული ბიზნეს იდეების კონფიდენციალურობა დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირს.
შეხვედრა შერჩეულ 5 საუკეთესო იდეის ავტორთან გაიმართება 4 აგვისტოს 17:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
techuplab@gmail.com
Facebook: Techup Lab – ტექნოლოგიური სტარტაპების ლაბორატორია
598363109
555000602
პროექტის პარტნიორები:
Deskomy
Lemondo Business
BBK






