საქველმოქმედო ღონისძიება – გალავანის მცირე საოჯახი სახლისთვის

🔹 ახალ წელს ჩაფიქრებული ჯადოსნური სურვილები უნდა ასრულდესო ამბობენ, თუმცა სამწუხაროდ არიან ბავშვები ვისთანაც სანტა არ მისულა, ამიტომაც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ინოვატორთა კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მათი სურვილების ასრულება.

🔸მცხეთის მუნიციპალიტეტში მოვიძიეთ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვთა სახლი, ვესაუბრეთ პატარებს , ვკითხეთ თუ რას ნატრობენ , რაზე ოცნებობენ და ეტაპობრივად გაგაცნობთ მათ სურვილებს.

🔹 დარწმუნებული ვართ, რომ ერთად შევძლებთ რაც შეიძლება მეტი ბავშვის გახარებას და ავუსრულებთ სურვილებს მათ ვისთანაც სანტა არ მისულა!

🤓 თვალი ადევნეთ ღონისძიებას, გაეცანით ბავშვების ნატვრებს და ერთად ავუსრულოთ სურვილები მათ ვისთანაც სანტა არ მისულა 💥