ახმეტის ტექნოლოგიური კვირეული

ახმეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 7-11 აპრილს იმართება ახმეტის ტექნოლოგიური კვირეული, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებასა და ICT დარგების პოპულარიზაციას.

🚀ტექნოლოგიური კვირეული მოიცავს ვორქშოპებს, მენტორშიპს, გუნდურ სამუშაოებს, კონკურსებს, ექსპერიმენტებს ICT მიმართულებით. კონკრეტულად კი მონაწილეები იმუშავებენ: CODE, NO CODE, დიზაინი (UX/UI);

ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით.

🧍🧍‍♂️🧍‍♀️პირველი დღეს პროგრამის შესავალ ნაწილში – ახალგაზრდებმა გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს ტექნოლოგიური მეწამრობეის ეკოსისტემაზე. 🌐

კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 40 მოსწავლემ თავისი ინტერესებიდან გამომიდნარე აირჩია სასურველი მიმართულება და მენტორებთან ერთად დაიწყეს თემის შესწავლა შემდეგი მიმართულებებით: UX/UI; NO-CODE; CODING 💻📲

ტრენერები

💥🚀 ახმეტის ტექნოლოგიური კვირუელის ფარგლებში გვყავდა მოწვეული სპიკერი : Forbes Under 30-ის გამარჯვებული, ალტეს ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის წარმომადგენელი – სალომე ონიანი

👉 შეხვედრის ფარგლებში მან ისაუბრა და პრაქტიკული ვორქშოფი ჩაატარა თემაზე: ადამიანი და ციფრული ტრანსფორმაცია – AI / ML

იაკობ სამუკაშვილი – ახმეტის ტექნოლოგიური კვირეულის UX/UI დიზაინის მიმართულების ტრენერი.

ამ მიმართულებით მოსწავლეები გადიან შემდეგ საკითხებს :

👉დიზაინის პროცესები და მოდელები;

👉მომხმარებლის შესწავლა;

👉კონცეპტუალური და მენტალური მოდელები;

👉პროტოტიპირების ინსტრუმენტები;

👉შეფასების მეთოდები;

👉პრაქტიკული აქტივობა – მინი-პროექტი;

🙋‍♂️ ლევან პაიჭაძე – ორგანიზაცია Brandify.ge -ს დამფუძვნებელი და ახმეტის ტექნოლოგიური კვირეულის ტრენერი NO-CODE -ის მიმართულებით.

💻📲პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ თემებს:

👉No Code – Thinkable App Development -ის მიმოხილვა

👉კომპონენტებთან მუშაობა,

👉ეკრანი და ნავიგატორი;

👉ცვლადები და პირობითი ოპერატორები;

👉მონაცემებზე წვდომა, ციკლები, მოვლენები;

👉პროცედურები და პარამეტრები; პროტოტიპირება;

შემაჯამებელი ვიდეო – https://www.facebook.com/share/v/5VFZmiw4n8nKWxqG/