ტრენერთა გადამზადების 2 თვიანი პროგრამა

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი გთავაზობთ ტრენერების მოსამზადებელ პროგრამას.
პროგრამა 2 თვიანია და მოიცავს

> 2 ტრენინგს 30 საათი;
> პრაკტიკულ დავალებას;
> ინდივიდუალური კონსულტაციების სესიებს;

კურსს გაუძღვება: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის პროგრამების მენეჯერი და ტრენერი მარიამ მელაძე

პროგრამა მოიცავს 3 ეტაპს:
> ერთკვირიანი ტრენინგები (3-7 ნოემბერი, 19:00 საათზე)
> კონსულტაციები და პრაქტიკული ნაწილი (ნოემბერი)
> ერთკვირიანი დასკვნითი ტრენინგი (დეკემბერი)

პროგრამის მიზანია, ამ მიმართულებით დაინტერესებულ მონაწილეებში განავითაროს ზოგადი ტრენერული უნარები და შეასწავლოს საინტერესო მეთოდები და ტექნიკები.

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

> ტრენინგის საჭიროებების ანალიზი, სამიზნე ჯგუფის შესწავლა;
> ტრენინგისა და პროგრამის მომზადების მეთოდები და ძირითადი ასპეკტები;
> მონაწილეებთან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები, ჯგუფის მართვა;
> ინფორმაციის გადაცემის კრეატიული და მრავალფეროვანი მეთოდები;
> ტრენინგის ტიპები და ძირითადი აქტივობები;
>ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები;
> ტრენინგის შეფასებისა და ანგარიშის წარდენის მეთოდები;

ტრენინგები და პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის IVკორპუსში. მის: კოსტავას 77ა

პროგრამის საფასური შეადგენს 200 ლარს. შეირჩევა მხოლოდ 15 საუკეთესო აპლიკანტი, რომლებიც აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ წარმატებით გაივლიან გასაუბრების ეტაპს. (სპეციალური შემოთავაზება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს: 2 თვიანი პროგრამა მხოლოდ 150 ლარად.)
P.S. გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად.

2 თვიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაძლებლობას გაწევრიანდნენ ტრენერთა ლაბორატორიაში და მიიღონ ანაზღაურებადი შეკვეთები.