ახმეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 7-11 აპრილს იმართება ახმეტის ტექნოლოგიური კვირეული, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებასა და ICT დარგების პოპულარიზაციას.
ტექნოლოგიური კვირეული მოიცავს ვორქშოპებს, მენტორშიპს, გუნდურ სამუშაოებს, კონკურსებს, ექსპერიმენტებს ICT მიმართულებით. კონკრეტულად კი მონაწილეები იმუშავებენ: CODE, NO CODE, დიზაინი (UX/UI);
ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით.
![]()
![]()
პირველი დღეს პროგრამის შესავალ ნაწილში – ახალგაზრდებმა გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს ტექნოლოგიური მეწამრობეის ეკოსისტემაზე. ![]()






კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 40 მოსწავლემ თავისი ინტერესებიდან გამომიდნარე აირჩია სასურველი მიმართულება და მენტორებთან ერთად დაიწყეს თემის შესწავლა შემდეგი მიმართულებებით: UX/UI; NO-CODE; CODING ![]()
![]()






ტრენერები
![]()
ახმეტის ტექნოლოგიური კვირუელის ფარგლებში გვყავდა მოწვეული სპიკერი : Forbes Under 30-ის გამარჯვებული, ალტეს ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის წარმომადგენელი – სალომე ონიანი
შეხვედრის ფარგლებში მან ისაუბრა და პრაქტიკული ვორქშოფი ჩაატარა თემაზე: ადამიანი და ციფრული ტრანსფორმაცია – AI / ML

იაკობ სამუკაშვილი – ახმეტის ტექნოლოგიური კვირეულის UX/UI დიზაინის მიმართულების ტრენერი.
ამ მიმართულებით მოსწავლეები გადიან შემდეგ საკითხებს :
დიზაინის პროცესები და მოდელები;
მომხმარებლის შესწავლა;
კონცეპტუალური და მენტალური მოდელები;
პროტოტიპირების ინსტრუმენტები;
შეფასების მეთოდები;
პრაქტიკული აქტივობა – მინი-პროექტი;

ლევან პაიჭაძე – ორგანიზაცია Brandify.ge -ს დამფუძვნებელი და ახმეტის ტექნოლოგიური კვირეულის ტრენერი NO-CODE -ის მიმართულებით.
![]()
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ თემებს:
No Code – Thinkable App Development -ის მიმოხილვა
კომპონენტებთან მუშაობა,
ცვლადები და პირობითი ოპერატორები;
მონაცემებზე წვდომა, ციკლები, მოვლენები;
პროცედურები და პარამეტრები; პროტოტიპირება;

შემაჯამებელი ვიდეო – https://www.facebook.com/share/v/5VFZmiw4n8nKWxqG/





