ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით და ფარის ინოვაციური ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარსში, გაიმართა 5 დღიანი შემეცნებით-საგანმანათლებლო ახალგაზრდული ბანაკი, რომელშიც მონაწილეობას 4 მუნიციპალიტეტის STEAM-ით დაინტერესბული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში STEAM განათლებისადმი ინტერესის გაღვივება, მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ბანაკი ჩატარდა ქრაუდფანდინგის კამპანიით მოზიდული რესურსებითა და მოტივირებულ ტრენერთა ენთუზიაზმის საფუძველზე.
განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატოს ეკა წულუკიძეს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს.










