‘გააციფრულე მომავალი’ – ახალგაზრდული ბანაკი – კაჭრეთი

🎉 კაჭრეთში, ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი “გააციფრულე მომავალი” გავხსენით, რომელშიც მონაწილეობას, კახეთის მასშტაბით შერჩეული, 14-18 წლის 50 ახალგაზრდა მიიღებს.

🚀 ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის ახალგაზრდებში სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარების, აზროვნების გაძლიერება და მომავალი ანტრეპრენერების ფორმირება სამეწარმეო ეკოსისტების განვითარებისთვის.

📍 პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ახმეტის ინოვაციების ცენტრთან, თელავის და გურჯაანის ტექნოპარკებთან ერთად.

🙋‍♀️🙋 კახეთის რეგიონის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან სასწავლო ტრენინგებში, ამუშავებენ ბიზნეს იდეებს, რასაც აუდიტორიის წინაშე დემო დღეზე წარადგენენ.

ინოვაციური მეწარმეობის ბანაკი კაჭრეთში, სადაც ახალგაზრდებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს ბიზნეს იდეები.

✨ ღონისძიების სტუმრები იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, მაჟორიტარ-დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ტექნო პარკის ქსელის სერვისების მენეჯერი გიორგი კეჟერაშვილი.

📍 პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ახმეტის ინოვაციების ცენტრთან, თელავის და გურჯაანის ტექნოპარკებთან ერთად.

ტექნოპარკი თელავი • Tech Park Telavi

Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი

ახმეტის ინოვაციების ცენტრი • Akhmeta innovation center

ბანაკის ვიდეოს ლინკს

https://www.facebook.com/share/v/NpA3a8kVckYGfboB