11დან 15 ნოემბრის ჩათვლით, ურეკში გაიმართება გურიის ტექნოლოგიური ბანაკი.
ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გურიის რეგიონში არსებულ სხვადასხვა ურბანულ/სასოფლო პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ტექნოლოგიური ან ინოვაციური გზით არის შესაძლებელი.
ბანაკში მონაწილეობა არის უფასო





ბანაკისთვის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჯამში 50 მონაწილე შეირჩა:
ოზურგეთი: 23
ჩოხატაური: 17
მონაწილეებმა 5 დღის განმავლობაში დაამუშავეს სხვადასხვა საკითხები, გაიარეს ტრენინგები მეწარმეობის, ტექნოლოგიების, არდუინოს, Pitching-ისა და ჭკვიანი ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით, ამავდროულად დაამუშავეს გურიის რეგიონში არსებული პრობლემები, საბოლოოდ კი პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ისეთი იდეები, რომელთა საშუალებითაც ტექნოლოგიური გზებით გადაჭრიდნენ აღნიშნულ პრობლემებს.
საბოლოოდ, 14 გუნდი წარსდა თავისი პრეზენტაციით და გამოვლინდა 8 რჩეული გუნდი, რომლებმაც წამახალისებელი პრიზები მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციებისგან.
პროექტი ორგანიზებული იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ოზურგეთის ტექნოპარკის მიერ, რომელიც განახორციელა ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა / Youth Innovations’ Center.
ტექნოპარკი ოზურგეთი • Tech Park Ozurgeti














