ახალგაზრდულ ინოვაციების ცენტრში არსებული ტრენერთა ლაბორატორია(T-lab) იწყებს ერთდღიანი ტრენინგების სერიას.
პირველი ტრენინგი – „იდეიდან პროდუქტამდე“
ჩატარების დრო – 18 აპრილი. (12:00 – 15:00)

შირად, როდესაც ადამიანებს ახალი იდეა აქვთ, მიიჩნევენ, რომ მთელი საქმე გაკეთებულია და ის უკვე პროდუქტია. სინამდვილეში, ეს ასე არ არის და იდეიდან პროდუქტამდე საკმაოდ გრძელი და ურთულესი გზაა გასავლელი.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი მიდგომები, რომლებიც მაქსიმალურად მარტივს ხდის იდეიდან პროდუქტამდე გასავლელ გზას და ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეების განხორციელებაში.
აღნიშნულ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 18 აპრილს განხილული იქნება იდეის წარმოშობიდან პროდუქტის შექმნამდე გასავლელი ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი იდეების მარტივად განხორციელებაში.


ტრენინგს გაუძღვება ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის T-lab-ის ტრენერი: თეა ტურაშვილი






