17-18 მარტს, გიწვევთ ორდღიან ინოვაციური იდეების ფესტივალზე!!
გაქვს სურვილი აღმოჩნდე ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ინოვატორები არიან და სადაც გაქვს შესაძლებლობა თამამად გააცნო საზოგადოებას საკუთარი იდეები, მიიღო რჩევები გამოცდილი ტრენერებისგან და განახორციელო ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდა.
მაშინ ეს ფესტივალი შენთვისაა!
ქ.რუსთავის ამერიკული კუთხე 17-18 მარტს გიწვევთ ინოვაციების ფესიტვალზე!
მთავარი ორგანიზატორი: ამერიკული კუთხე
ორგანიზატორები: როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისო, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება.
მხარდამჭერები: ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბი,
ფესტივალის მიზანია, ინოვატორების აღმოჩენა და 2 დღის განმავლობაში ინოვაციურ იდეებზე აქტიური მუშაობა. რაც ყველაზე მთავარია, ქ. რუსთავში ინოვატორების ქომუნითის ჩამოყალიება.
2 დღის განმავლობაში თქვენ
• აღმოაჩენთ ინოვაციების შესაქმნელად საჭირო შესაძლებლობებს;
• შეისწავლით ინდივიდისა და გუნდის მოტივაციის შექმნის მექანიზმებს;
• გაგიზიარებენ გამოცდილებას ცნობილი ინოვატორები და ტრენერები
• გაერთობით, განვითარებით;
პროგრამა ორ დღიანია და 17-18 მარტს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მონაწილეობა არის უფასო.
პროგრამა მოიცავს:
• ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას
• ყავის შესვენებას
• მცირე ტრენინგებს/ვორქშოპებს
მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები
ფესტივალზე მოხვედრა ადვილია თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:
• ხართ ინოვატორი
• ხართ აქტიური ახალგაზრდა
• გაქვთ თქვენს ქალაქში ინოვატორების ქომუნითის ჩამოყალიბების სურვილი
• გაქვთ იდეა, რომელიც გინდა განხორციელდეს თქვენს ქალაქში






