რუსთავში, ჩვენი მხარდაჭერით და Rotary Club – Rustavi International-სთან თანამშრომლობით პროექტი ინოვაციების ლაბორატორია ჩატარდა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, გუნდურობის, კომუნიკაციის, სამეწარმეო და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებაა.
პროექტის ფინალი უნივერსიტეტ ალტეში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები 2 მიმართულებით გამოვლინდნენ:
ინოვაციური სამეწარმოე იდეა, რომლის გამარჯვებულებიც იმყოფებოდნენ ბათუმში ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ ზაფხულის ბანაკში;
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით იდეა, რომელსაც პროტოტიპირებისთვის გადაეცა საჭირო ფინანსური კაპიტალი.
პროექტში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 5 სკოლის 67-მა მოსწავლემ.
Alte University • ალტე უნივერსიტეტი
რუსთავის მერია / Rustavi City Hall











