თუ ხარ კრეატიული, ენერგიული, შრომისმოყვარე 18-25 წლამდე ახალგაზრდა, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის შექმნილი და ის შენს შემდგომ პირად განვითარებაში დაგეხმარება.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტრენინგის ახალ პროგრამას იწყებს. ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის კურსის გავლას მხოლოდ შერჩეული კანდიდატები შეძლებენ.

პროგრამა სამ საფეხურს მოიცავს და მას საუკეთესო ქართველი და უცხოელი ტრენერები გაუძღვებიან.
ტრენინგის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა, რომლებიც შემდგომში სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების საორგანიზაციო მხარეში ჩართვას შეძლებენ.
ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
განავითარო უნარ-ჩვევები
გაიცნო საინტერესო ადამიანები
მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები
სატრენინგო პროგრამის დაწყებამდე მონაწილეები ერთმანეთის გასაცნობად 4 თებერვალს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან.

ტრენინგი მოიცავს სამ საფეხურს და შედგება შემდეგი თემებისგან:
I საფეხური – მენეჯმენტი (07-08.02, 14-15.02):
პროაქტიული და რეაქტიული ადამიანები
ლიდერობა
გუნდური მუშაობა
კომუნიკაციის უნარები
ეფექტური პრეზენტაციის უნარები
პროექტის მართვა
დროის მართვა
II საფეხური – მეწარმეობა (28.02 – 01.03, 07.03):
სტრატეგია
მეწარმეობა, სოციალური მეწარმეობა
Lean Start-up
Design Thinking
კანვას ბიზნეს მოდელი
კრეატიული გარემო
საკუთარი თავის მარკეტინგი
III საფეხური – ინოვაცია და გახსნილი გონება (21-22.03):
ინოვაციების მართვა
ღია აზროვნება
ქომუნითის მართვა – Friend Raising
მასობრივი მართვის მექანიზმები
ქარიზმა
რისკი და შეცდომები
გალაქტიკა
ტრენინგის დახურვა 28.03
სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში.
თითოეული საფეხურის გავლის შემდეგ მონაწილეები საინტერესო დავალებებს მიიღებენ.







