მას შემდეგ, რაც საქართველოს 8 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო პროექტი – ‘სკოლის ინოვატორთა კლუბები’ , ასევე აქტიურად ვთანამშრომლობდით ადგილობრივ კოლეჯებთან.
კლუბების მიზანი ახალაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, კარგი სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერაა.
კასპის პროფესიული კოლეჯი
კასპის პროფესიულ კოლეჯში ,,ინოვატორთა კლუბი” იქმნება!
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას.
კლუბის ფარგლებში:
ჩატარდება ტრენინგები მეწარმეობის თემაზე;
მენტორინგის ფარგლებში, გუნდებს საშუალება ექნებათ შექმნან თავიანთი იდეების პროტოტიპი;
გაიმართება იდეათონი და იდეათონში გამარჯვებული გუნდები მიიღებენ საწყის კაპიტალს იდეების განსახორცილებლად.


კაჭრეთი, კოლეჯი ‘აისი’
![]()
![]()
![]()
გაცნობებთ, რომ ჩვენს კოლეჯში იქმნება ,,ინოვატორთა კლუბი”, რომლის მიზანია კოლეჯის სტუდენტებში ციფრული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა ![]()
კლუბის ფარგლებში:
ჩატარდება ტრენინგები ციფრული პლატფორმების შექმნასა და გამოყენების შესახებ;
მენტორინგის ფარგლებში გუნდები იმუშავებენ პროტოტიპების შექმნაზე ;
გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები ციფრული პროფესიების შესახებ;
მოეწყობა იდეათონი და იდეათონში გამარჯვებული გუნდი მიიღებს პრიზს.

წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
![]()
გაცნობებთ, რომ ჩვენს კოლეჯში იქმნება ,,ინოვატორთა კლუბი”, რომლის მიზანია კოლეჯის სტუდენტებში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა 
კლუბის ფარგლებში:
ჩატარდება ტრენიგნები სამოქალაქო განათლების თემაზე ;
მენტორინგის ფარგლებში გუნდებს საშუალება ექნებათ შეიმუშაონ ქრუდფანდინგის კაპანიები;
განხორციელდება მინიმუმ ორი ქრაუდფანდინგის კამპანია და საუკეთესო კამპანიები დაფინანსდებიან.






კვლევა
ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორ სამ პროფესიულ სასწავლებელში:
სსიპ კასპის კოლეჯი
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
სსიპ კოლეჯი აისი
იწყება სტუდენტთა საჭიროებების კვლევა!
კვლევის მიზანია, შეაფასოს პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტთა მდგომარეობა და გამოავლინოს მათი საჭიროებები.
კვლევის შედეგებს გაითვალისწინებს კოლეჯი აქტივობების დაგეგმვისას.

გიზიარებთ კვლევის შედეგებს – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა სამოქალაქო და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.
კვლევა ჩაატარა ,,სოციალური კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, პროექტ ინოვატორთა კლუბის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი-სთან თანამშრომლობითა და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მხარდაჭერით.
https://drive.google.com/file/d/18Cb7Q54M8yHV_Tgg_lpK1k_mb1l1hQTv/view

გიზიარებთ კვლევის შედეგებს – კასპის კოლეჯის სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა სამეწარმეო და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.
კვლევა ჩაატარა ,,სოციალური კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, პროექტ ინოვატორთა კლუბის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia
https://drive.google.com/…/14PCRx9OT7xZw4Gj4leCtu7…/view

საკვანძო კომპეტენციების გასაძლიერებლად
![]()
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების დანერგვის მიზნით, ჩვენმა ორგანიზაციამ , პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia -ს მხარდაჭერით განხორციელდა სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი
![]()
სამივე პროექტის გამაერთიანებელი იდეა გულისხმობს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, „ინოვატორთა კლუბის“ განვითარებას სამი სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონის სპეციფიკისა და თემში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინინებით
![]()
კოლეჯი „აისი“ / College Aisi-ში ინოვატორთა კლუბის მიზანი იყო ციფრული კომპეტენციების განვითარება. პროექტის ფარგლებში სტუდენტებსა და თემის სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ინტერაქციულ აქტივობებში და განევითარებინათ ციფრული კომპეტენციები. კლუბის ფარგლებში, მათ შეისწავლეს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის მოხმარება, ასევე სარეკლამო პროდუქტის, საკვლევი ინსტრუმენტებისა და პროექტების შექმნა
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი-ში ინოვატორთა კლუბის მიზანი იყო სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება. კოლეჯის ბაზაზე შექმნილი „ინოვატორთა კლუბი“ მონაწილეებში სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებასა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა
ინოვატორთა კლუბი კასპის პროფესიული კოლეჯი-ში კი, მიზნად ისახავდა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს გეგმების შედგენა, იდეების პრეზენტირება და ადვოკატირება. პროექტი ასევე მოიცავდა საუკეთესო ბიზნეს იდეების წახალისებას და შემდგომი განვითარების პროცესის მხარდაჭერას
პროექტის პარტნიორი კომლი • komli -ს თემი

შემეჯამებელი ვიდეო – https://www.facebook.com/innovations.ge/videos/2460150884133154/





