ტექ კვირეული – ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის – გურჯაანი

🌐,,ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ კვირეულის ფორმატით გურჯაანის ტექნოპარკში 5 დღის განმავლობაში ჩატარდება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით. კვირეული დაფუძნებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელთა მისაღწევად აუცილებელია, ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეკავოთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში; სწორედ ამიტომ გურჯაანის ტექნოპარში ახალგაზრდები გლობალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზებზე იმუშავებენ.

მდგრადი განვითარების შერჩეული 3 მიზნიდან ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ჯგუფი და კვირეულის ფარგლებში იმუშაონ პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციურ გზებზე. შერჩეული მიზნებია: 1) კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები 2) მდგრადი ქალაქები და დასახლებები 3) ხარისხიანი განათლება.

ტექნოლოგიების კვირეული მოიცავს ლექცია-სემინარებს, პრობლემაზე დაფუძნებულ და გამოცდილებით სწავლებას,გუნდურ სამუშაოებს, ვოქრშოპებსა და მინი კონკურსს.

📈გვიხარია, რომ პროექტებისადმი დაინტერესება იყო მაღალი. სულ შემოვიდა 179 აპლიკაცია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე შევარჩიეთ მხოლოდ 75 მონაწილე თუმცა ძალიან მალე კვლავ შემოგთავაზებთ მსგავს პროექტებს ☺️

სრული ვიდეო : https://www.facebook.com/share/v/ei8msmFZFSo9d5LN/