საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული – გურჯაანი

🌐 გურჯაანის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული გურჯაანის ტექნოპარკში 5 დღის განმავლობაში ჩატარდება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით. პროგრამას გუნდთან ერთად წარუძღვება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია. საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული მოიცავს ლექცია-სემინარებს, პრობლემაზე დაფუძნებულ და გამოცდილებით სწავლებას,გუნდურ სამუშაოებს, ვოქრშოპებსა და მინი კონკურსს ინჟინერიის მიმართულებით.
🕑შეხვედრები ჩატარდება ყოველ დღე, ორშბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინჟინერიის 3 მიმართულებიდან ✔️სამოქალაქო ინჟინერია
✔️ელექტრო და მექანიკის ინჟინერია
✔️ბიო და სამედიცინო ინჟინერია
აირჩიონ მათთვის სასურველი ჯგუფი და კვირეულის ფარგლებში მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.

🎯პროექტი მიზნად ისახავს ერთის მხრივ ახალგაზრდების დაინტერესებას საინჟინრო ტექნოლოგიებით, მეორეს მხრივ კი ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას ინჟინერიის დარგში
👉🏽 პროექტი განკუთვლილია12 წლიდან 18 წლის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა

✨ საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეული მოიცავდა ლექცია-სემინარებს, პრობლემაზე დაფუძნებულ და გამოცდილებით სწავლებას, გუნდურ სამუშაოებს, ვოქრშოპებსა და მინი კონკურსს ინჟინერიის მიმართულებით.

💥ღონისძიება ჩატარდა გურჯაანის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით.

ტრენერები

😇 ეს ადამიანები საინჟინრო ტექნოლოგიების კვირეულის ტრენერები არიან, მათი ჩართულობით ჩატარდა კვირეულისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამა!

🧡 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერებს.

Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი