ახალ წელს ჩაფიქრებული ჯადოსნური სურვილები უნდა ასრულდესო ამბობენ, თუმცა სამწუხაროდ არიან ბავშვები ვისთანაც სანტა არ მისულა, ამიტომაც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ინოვატორთა კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მათი სურვილების ასრულება.
მცხეთის მუნიციპალიტეტში მოვიძიეთ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვთა სახლი, ვესაუბრეთ პატარებს , ვკითხეთ თუ რას ნატრობენ , რაზე ოცნებობენ და ეტაპობრივად გაგაცნობთ მათ სურვილებს.
დარწმუნებული ვართ, რომ ერთად შევძლებთ რაც შეიძლება მეტი ბავშვის გახარებას და ავუსრულებთ სურვილებს მათ ვისთანაც სანტა არ მისულა!

თვალი ადევნეთ ღონისძიებას, გაეცანით ბავშვების ნატვრებს და ერთად ავუსრულოთ სურვილები მათ ვისთანაც სანტა არ მისულა ![]()











