StartUP EXPO – ბიზნეს მარათონი

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ინოვაციური მეწარმეობის სკოლის ფარგლებში მართავს ბიზნეს მარათონს – StartUp Expo თბილისი მოლში.

მარათონში მონაწილეობას იღებს 15 გუნდი. თითოეულ გუნდს გამოყოფილი ექნება საკუთარი სივრცე ცენტრალურ მოედანზე, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და შეხვდნენ პოტენციურ მომხარებლებს.

6 მარტს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მობრძანდეთ და თავად შეაფასოთ ახალგაზრდა მეწარმეები და მათი მომავალი სტარტაპები.

——-
ინფორმაცია ინოვაციური მეწარმეობის სკოლის შესახებ:

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეული უნარჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნეს საქმიანობაში.

ინოვაციურ მეწარმეობის სკოლაში მონაწილეობს 100 მოტივირებული ახალგაზრდა, რომელსაც სურვილი აქვს, განვითარდეს და დაიწყოს ბიზნესი 0-დან.

ისწავლე, გამოცადე და დაიწყე! – ეს არის ორგანიზაციის მთავარი დევიზი, რაზეც ინოვაციური მეწარმეობის სკოლაა დაფუძნებული.

ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgiaსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITAGeoLab • ჯეოლაბიGameLab IliauniIHUB TbilisiUG Lemondo TrainingsFablab Iliauni