უნარების კვირეული

📣 ევროკავშირის მხარდაჭერით უნარების კვირეული ჩატარდა!

👉კვირეულის ფარგლებში, უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც მონაწილეობა მიიღო – სამეწარმეო თემისა და ციფრული ტრანსპორმაციების მიმართულების ექსპერტმა, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელმა- Giorgi Kanchaveli- მა! 😊

📌მან ისაუბრა სტუდენტებისთვის სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე კიდევ ერთხელ მიმოიხილა კასპის კოლეჯთან ერთად განხორციელებულ პროექტ – ,,ინოვატორთა კლუბი”-ს შედეგებზე.

👉კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – ქრისტინე კაპანაძე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე: არაფორმალური განათლების ინიციატივები პროფესიულ განათლებაში.

📌შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ 2022 წელს პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სამ პროფესიულ სასწავლებელთან : სსიპ კასპი კოლეჯი; სსიპ კოლეჯი აისი და სსიპ ილია წინამძრვრიშვილის სახელობის კოლეჯ-თან ერთად განახორციელა პროექტი – ინოვატორთა კლუბები.